თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ, არასდროს დასრულდება პანდემია- ამერიკაში მოღვაწე ლანჩხუთელი მღვდელი

აშშ-ში მოღვაწე ლანჩხუთელი მღვდელმსახური ალექსი აბულაშვილი, სოციალურ ქსელში ფეისბუქ ჯგუფის „this is ლანჩხუთი“ გამოკითხვას ეხმაურება, სადაც გამოკითხვის თემა იყო, აიცრიდა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ლანჩხუთის მოსახლეობა:
„გადავავლე თვალი, გურულებო და ძვირფასო ლანჩხუთელებo, თქვენს გამოკითხვას, 13 საათის წინ დადებულ პოსტს 161 მოწინააღმდეგე ჰყავს და 94 მომხრე, დალოცვილნო, თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ, არასდროს დასრულდება ეს პანდემია, იქნებით მუდან პირბადით და შიშში, მე პირადად გავიკეთე ვაქცინა (მოდერნა), ნუ გაქვთ ეს შიშები, რამდენ ვაქცინას ვუკეთებთ ხოლმე ახალდაბადებულ ბავშვს, ძალიან ბევრს რამეზე ვცრით ხოლმე, მადლობა უფალს, რომ სამყარომ ვაქცინა 1 წელში შექმნა. როგორ ფიქრობთ, ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ამერიკა პირველ რიგში ექიმებს და პოლიციელებს აცრიდა? არა, არ აცრიდა, ცუდი რომ იყოს, სიხარულით იცრება აქ ხალხი, განურჩევლად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა თუ სქესისა. მე როდესაც ვიცრებოდი, ჩემი მეზობელი, რომელიც მილიარდელია,  ჩემს უკან იდგა რიგში და მანაც იგივე ვაქცინა გაიკეთა, რაც მე. ასე რომ, შეთქმულებების თეორიები, დაგვჩიპავენ და ათასი სისულელე, არის მცდარი აზრი. გაიკეთებ ვაქცინას, დამთავრდება პანდემია, არ გაიკეთებ და იარე პირბადით და 9-ზე სახლში, აბა, ჩვენთან არც არასდროს ყოფილა ამ პანდემიის გამო კომენდანტის საათი“ _ წერს მღვდელი ალექსი აბულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share