ლანჩხუთელი პოლიციელი ვაჟა ვენჯელაშვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. გურია თუდეისინფორმაციით, სოფელ ხაჯალიაში ქვეითად მოძრავ სამართალდამცველს, „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მზადყოფნაში იყო კატასტროფის ცენტრის ავტომობილი, მაგრამ დაშავების ხარისხი მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლეოდა. კლინიკასთან ახალგაზრდა სამართალდამცველის ახლობლები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
წყარო – გურია თუდეი