“ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს.
ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე.
ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.
შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრების ცენტრი, რადგან მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის პასუხისმგებლობას იღებს.
ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ.
ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.
ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, რომ მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენ წახვალ.
ის გაფრთხილებთ, ნებართვას არ გთხოვთ.
ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარებს, არც შვილს, რომელიც უნდა აღზარდონ. მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ.
მათ შენს გვერდით სიარული უნდათ.
მათ იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე, უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.
ისინი გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულსა და შიშს, რადგან იციან, რომ შიში მათ არ ასუსტებს და არც სიბრაზე აქცევთ “კაცურებად”. ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის. სულ ესაა.
ჭკვიანი ქალი თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.
არასოდეს სცადო მისი დაჭერა, რადგან აუცილებლად ეცოდინება როგორ გაიქცეს.
ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდი, ვიდრე მის ასაკზე, სიმაღლეზე, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვი რამეს. რადგან ეს ემოციური ძალადობაა და მან ეს იცის.
მოკლედ, ვიდრე იტყვი, რომ “ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ”, საკუთარ თავს ჰკითხე, მზად ხარ თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად”.
გაბრიელ გარსია მარკესი.
თარგმანი – ნანა ზარდიაშვილი.