ლანჩხუთში არსებული კლასიკური სამუსიკო სკოლა მეოცე საუკუნეში

მე20 ს.ის პირველ ნახ.ში ლანჩხუთში არსებობდა კლასიკური მუსიკის კერა ვლასა ხაჯიბეგის ხელმძღვანელობით.
მე 19 ს. შუა წლებში რუსეთის მეფის ალექსანდრე მეორის მეფობის დროს თურქეთიდან(ხოფა) საქართველოში თავშესაფრის საძებნელად ჩამოვიდა წარმოშობით ლაზი ალი ხაჯიბეგი. თურქულად ხაჯი ნიშნავს სწავლულს, ბეგი- თავადს.ალი ხაჯიბეგი მოინათლა მართლმადიდებლურად, ეწოდა ალექსანდრე. სწორედ მისი შთამომავალი ვლასი ხაჯიბეგი დამკვიდრდა ლანჩხუთში, აგარაკში, ნათლისმცემლის ეკლესიის მიმდებარე ქუჩაზე.
ვლასი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ის ფოთში დაეუფლა სიმებიან მუსიკალურ საკრავებს: გიტარას, ბალალაიკას, მანდოლინას და ლანჩხუთში ახალჩამოსულმა თავი მოუყარა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვა სიმებიან საკრავებზე და ჩამოაყალიბა სიმებიანი საკრავების ორკესტრი.
ვლასი პროფესიით მესაათე იყო,ლანჩხუთის ცენტრში, დღევანდელი ნინოშვილის ქუჩის დასაწყისში ,ჰქონდა სახელოსნო , სადაც ტარდებოდა ორკესტრის რეპეტიციები.
ორკესტრი მონაწილეობას იღებდა ლანჩხუთში არსებულ მუნჯი კინოს გახმოვანებაში.კინო -თეატრი მდებარეობდა გვიმბალაურის გზის დასაწყისში(ხელმძღვანელი პაჭუ ჟორდანია)ორკესტრი კინოსურათებს სიუჟეტების ნიხედვით უკეთებდა მუსიკის თანხლებას. იგი ასრულებდა სხვადასხვა მარშებს, საცეკვაო მელოდიებს, არიებს ოპერეტიდან. ასევე მონაწილეობდა საქველმოქმედო მიზნით მოწყობილ ალეგრობაში და სხვა კულტურულ ღონისძიებებში.(მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით)

გაზიარება

15 კომენტარი

ყველაზე რელევანტური

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share