”ოზურგეთის შენობების მოხატვაზე გამოვხატე ჩემი პოზიცია, ზოგი მომწონს, მაღალ დონეზეა შესრულებული და საერთოდ დადებით ეფექტს ქმნის ქალაქში – აცოცხლებს ნაცრისფერ გარემოს, მარა ის რაც კარგად ვიცი და მაწუხებს – გურული მოჯირითეები – უმდაბლეს დონეზეა შესრულებული. არავინ ითხოვს რეალისტურ გარდასახვას ფოტოდან ნახატზე, მარა ასე უსუსურად და ფანტაზიის გარეშე შესრულებული ნახატები ვერ გავიგე და მივიღე (რაცხა მესმის ამაში). მერე კაცი ხო უნდა მიხვდეს რაშია საქმე-წერია 1892 – და რასა ნიშნავს ეს. ეს ვიცი მე და ასიოდე ადამიანმა (იცის რო?), იმ წელს გურულები პირველად გევიდენ უცხოეთში. ფონზე დახატე უინძორი, ამერიკის დროშა, ნიუ იორკის სილუეტი და გასაგები იქნება ყოლიფერი, თუ არ იცი შეეკითხე სხვას. ვინც იცის, ტო. უამრავი ნახატი მაქვს თანამდეროვეების შესრულებული ისინი მაინც გამოეყენებინათ, მარა მთავარია ეს უნდა გაეკეთებინათ პროფესიონალ მხატვრებს და არა დილეტანტებს. მე რომ ჩემი სახლის კედელზე გურული დავხატე ეს ერთია და მეორე მერიის დაკვეთით შესრულებული სამუშაოები. განსხვავება არის? დავიჯერო გურიაში მხატვრები ვერ მოიძებნა? შეხედეთ მაინც კობრა რაფერ ხატავს, გურული რომ გამოაჭენა მანჰეტენზე? რავა ყოლიფერში მაჩანჩალები უნდა ვიყოთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall” – წერს რეჟისორი ირაკლი მახარაძე ოზურგეთში მოხატული შენობების კედლებზე, რომელიც მერიის დაფინანსებით მოიხატა.