ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი და ბუნებადამცველი ირმა გორდელაძე ” მწვანე პასპორტის” გაუქმებას ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“მწვანე პასპორტის გაუქმების გამო, მოლა ნასრედინის ერთი ამბავი გამახსენდა:
გადაწყვიტა ხალხის გამოცდა და ერთ დღეს შეკრიბა დიდძალი მასა. შესძახა- იცით ხალხო რა უნდა გითხრათო? არაოო-იყო მასიდან პასუხი. არ იცით რა უნდა გითხრათ? მაშინ რატომ მოხვედით? გაბრუნდით სახლებშიო.
კარგა ხნის შემდეგ, ისევ შეკრიბა მოედანზე ხალხი და ჰკითხა-იცით ხალხო რაც უნდა გითხრათ? ამჟამად მასის პასუხი იყო-კი, კიიი.
მოლამ მაშინ უპასუხა ხალხს-თუ იცით რა უნდა გითხრათ, აქ რატომ მოხვედითო? წადით სახლებშიო!
ასე გამოსცადა ჭკვიანმა და მოხერხებულმა მოლა ნასრედინმა ხალხის მოთმინება და უგუნურება.
ხოდა გვაქვს ახლა ჩვენ ჭკუა?” – წერს გორდელაძე.