ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი, მამა ზურაბი, წუხელ თბილისის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა.
COVID 19-ის დიაგნოზით, ბორჯომელი მოძღვარი, სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
“დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდება, ბორჯომში მამა ზურაბის გადმოსვენება. დავასვენებთ წმ. გიორგის სახელობის ტაძარში” -ამის შესახებ დეკანოზმა იოანემ, ტელეკომპანია “ბორჯომი”-ს ეთერში განაცხადა.