“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს.
როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასოციაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა პურის ფასი სტაბილური იყოს.
„პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს. თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე სავარაუდოდ, ფასები არ შეიცვლება“, – განაცხადა დოლიძემ.
მსგავსი სტატიები:
“არ უნდა იაზროვნო, საშიშია”…
2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 450 ადამიანი
“მოვუწოდებ სინოდს, მოუსმინონ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბრონ”
ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია, ვაქცინები მუშაობს! – ზურაბ გურული
“სააკაშვილი გესიზმროს-შემოდგომისთვის მორიგი უშედეგო პაეზდკა დაგეგმო” – სიზმრის ახსნა პოლიტიკურად
“ვერიკო და სესილია კარტს რომ თამაშობდნენ, ეს იყო სანახაობა“
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს
ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს – სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
