“გაბრაზებული გულით ნათქვამი ლოცვა არ ისმინება.
ლოცვა არც მარტო სიტყვების წაკითხვაა. საქმით უნდა ილოცო. ვიღაცის გაუბედურება რომ გახარებს და გაბედნიერებს, ყოველდღე ყველა ფსალმუნიც რომ წაიკითხო, მაინც არ ექნება სულს სიმშვიდე. ლოცვა სიკეთეა, უბრალოება და სისუფთავე.
ლოცვა საკუთარი გონების და გულის გაწმენდაა. მუდმივი განახლება და ზრუნვა ახლობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე.
ნებისმიერს ეტყობა ვინ გულით ლოცულობს, ვინ სიტყვებით.
გულით მლოცველი მშვიდია და მასთან სიხარულით მიგეჩქარება. სიტყვებით და მოჩვენებითი მლოცველი სიმართლესაც აგრესიულად, მრისხანებით გიხსნის…
ლოცვა მუდმივი მოძრაობაა…
მას გონება და გული ერთად სჭირდება!..”
პეტრე კოლხი