დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, კედლის გაზეთი დაამზადეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა, მოსწავლეების და პედაგოგების ჩართულობით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.

სკოლაში არსებულმა კლუბმა „საფიხვნომ“  საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა.

პროექტ „Tolerance“ ფარგლებში, კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და ძალიან საინტერესო მინი დისკუსია მოაწყვეს თემაზე – „ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში“.

აღნიშნული პროექტი eTwinning plus-ის ფარგლებში მიმდინარეობს; ამ ინტერნეტ პროექტში ჩართულნი არიან პედაგოგები: საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან.

etalo/ni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share