საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსულ კანონზე: ღიად ვაპროტესტებ

როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ღიად ვაპროტესტებ. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მის დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი დავიცვა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პირნათლად ვემსახურო.

წერს Facebook-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share