“ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!” – წერს გერმანელი პოლიტიკოსი.
30 აპრილის აქციის დარბევას გამოეხმაურა გერმანიის ელჩიც საქართველოში, პიტერ ფიშერი – საქართველოს ხელისუფლებას ისიც ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.