“დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ”

“დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო”

განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share