Freedom house: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება

Freedom house საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება.

“ჩვენ ვგმობთ ქართული პოლიციის მხრიდან წუხელ თბილისში ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება”, – წერს Freedom house.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share