პროევროპულ აქციაზე იმყოფება ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
”ქართველო ხალხო, ვინ არის შეშინებული დღეს. ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ რა გიგავთ შეშინებულის. ხომ ლამაზია ჩემი სამშობლო, მაგრამ დღეს ყველაზე ლამაზია. გენაცვალეთ ქართველებო. ჩვენ ქართველ ხალხს არაფრის არ გვეშინია, რადგან ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონა მარო მაყაშვილია სწორედ დღეს ევროპა. თქვენ ხართ ევროპა ჩემო უშიშარო ხალხო. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ. როდესაც დაბლა ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა სტუდენტებო, ახალგაზრდებო. წინ საქართველო ევროპისკენ. დიდი მადლობა ქართველებო. ხვალ ისტორიული დღეა. ხვალ საღამოს 10 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ. საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს”, – ამბობს ლადო აფხაზავა.