2021 წელს,საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გურიაში-25,4 %-ით გაიზარდა…რა მდგომარეობაა სხვა რეგიონებში-სოციალური მომსახურების სააგენტო

ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. მათ შორის, ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შესახებ, რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი – 2021წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 130 748 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 111 191. ზრდა – 17,6%.
  • გურია – გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველად 27 604 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020-ის დეკემბერში – 22 006 პირი. ანუ, გაიზარდა 25,4%-ით.
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – გასული წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას 14 636 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 13 814 პირი. გაიზარდა 5,9%-ით.
  • კახეთი – გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 65 880 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში – 53 937. ზრდა – 22,1%.
  • იმერეთი – 2021 წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას იღებდა 83 563 ადამიანი, 2020 წლის დეკემბერში – 67 625, ანუ გაიზარდა 23,6%-ით.
  • მცხეთა-მთიანეთი – გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 18 763 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 15 987. ზრდა – 17,4%.
  • სამეგრელო ზემო სვანეთი – 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 75 830 ადამიანი იღებდა, 2020 წლის დეკემბერში – 65 338 . გაიზარდა 16%-ით.
  • სამცხე-ჯავახეთი – გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 19 393 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის დეკემბერში – 13 613 . ზრდამ 42,4% შეადგინა.
  • ქვემო ქართლი – 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 77 681 ადამიანით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 60 496 -ით. ზრდა 28,4%.
  • შიდა ქართლი – გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველის სტატუსი 58 452 ადამიანს ჰქონდა, 2020 წლის დეკემბერში – 48 546 პირს. ზრდა – 20,4%.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2021 წლის დეკემბერში სოციალური დახმარების მიმღები 70 617 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში – 52 045. ანუ, გაიზარდა 35,7%-ით.

ცნობისთვის, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.

271899412-5413506518666661-2969302870273527826-n-1642497599.jpg

აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). დედაქალაქში შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია. მეორე ადგილზეა იმერეთი 13%-ით, ამ რეგიონში საარსებიო შემწეობას 83 563 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 12% იღებს, ჯამში – 77 681 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share