14 მარტს, ნატანები- ქობულეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ ციხისფერდის მკვიდრი, 37 წლის ბიჭიკო თავდიშვილი დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ძაღლს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
თავდიშვილების ოჯახმა, მსგავსი ტრაგედია, რამდენიმე წლის წინაც გადაიტანეს. ავარიის შედეგად დაიღუპა გარდაცვლილის და.ის საბერძნეთიდან, ავარია ქალაქ რიზეში მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცი, ოზურგეთში ცნობილი დიზაინერის, სტუდია “ტა-ბებას” დამფუძნებლის, იაკო თავდიშვილის მეუღლეა. დედა წლებია ამერიკაში ცხორობს, მას უმალავდნენ შვილის დაღუპვის ამბავს, უთხრეს რომ რეანიმაციაში იწვა. გუშინ ღამე დედა ჩამოვიდა.
” არ ვიცი რაღა ვთქვა, დაიღუპა ოჯახი, არაჩვეულებრივი, სიყვარეულით სავსე ოჯახი. წარმოდგენა არ მინდა რას განიცდის დედამისი,რომელსაც წლებია შვილი არ ყავდა ნანახი და ახლა მის გაციებულ სხეულს უნდა ეფეროს..კატასტროფა ტრიალებს ყველა ჩვენგანის ოჯახში”- გვიყვება გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.