“ჩვენი პროგნოზი ემყარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში, ამდენად ეს არის ის მათემატიკა, რაც მე შემიძლია დღეს გაგიზიაროთ.
თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 670 შემთხვევა.