ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა.
ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებებს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის ძალაში 19 ივლისიდან შევა.