თქვენ შეგიძლიათ სიცოცხლეს დაემშვიდობოთ, თუ თრომბის საკითხს დროულად არ მოაგვარებთ. Vivien გასწავლით, როგორ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება სხეულის მიმართ.
თრომბი ყველას აქვს. ის კანის დაზიანებისგან დასაცავად აუცილებელია: სისხლი დედდება და ქერქი სისხლდენას აფერხებს. რამდენიმე დღეში თავისით იწოვება, მაგრამ ზოგჯერ სხვანაირად ხდება.
თუ თრომბი ვენების შიგნით ჩნდება, თრომბოზი ვითარდება. თქვენი სხეულის ნებისმიერი ზონა შეიძლება დაზიანდეს. ყველაზე ხშირად ფეხები იტანჯება, თუ დღის უმეტეს ნაწილს მჯდომარე პოზაში ატარებთ. ასეთი შედედებული სისხლი შეიძლება ადგილს მოწყდეს და ვენების გავლით გულში, ფილტვებში ან ტვინში მოხვდეს. შედეგად, გულის შეტევას, ინსულტს ან ფილტვების მუშაობის შეჩერებას ვიღებთ.
სწორედ ამიტომ, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თუ გრძნობთ, რომ სუნთქვა გიჭირთ, თითქოსდა ჟანგბადი არ გყოფნით, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. ასე მოიქეცით, როცა:
- ხველების დროს ნახველში გარეულ სისხლს ხედავთ.
- მკერდი მუდმივად გტკივათ. ღრმად სუნთქვისას ტკივილი ძლიერდება.
- მეტყველება გიჭირთ.
- მხედველობა გაუარესდა.
- თავბრუ გეხვევათ, გონება დაბინდული გაქვთ.
„თვალით“ თრომბის განსაზღვრა რთულია, რადგან სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ვარაუდი მაინც შეიძლება:
- კიდურების შეშუპება. ყურადღება მიაქციეთ, რომ იტანჯება მხოლოდ ის კიდური (ხელი ან ფეხი), რომელშიც თრომბია. მეორეში ყველაფერი რიგზე იქნება.
- სისხლის მიმოქცევის დარღვევისას კრუნჩხვები ხშირდება. ეს შეიძლება თრომბის გამო მოხდეს.
- მკვეთრი, პულსირებადი ტკივილი წვივში ვენების თრომბოზის თითქმის ერთადერთი ნიშანია.
- იმის გამო, რომ შედედებული სისხლი ვენებში იჭედება, კანი ფერს ივლის, რადგან ზოგან სისხლი ჭარბობს, ზოგან კი ნაკლებია. ყურადღება მიაქციეთ, რომ კიდურების ზოგიერთ ნაწილზე კანი წითლდება, ზოგან – ფერმკრთალია.
- ვენების დაბლოკვის ადგილას შეიძლება კანის ქავილი და ცხელება გაწუხებდეთ.
- მუდმივი გულისრევა, რომელიც ღებინების შემდეგაც რჩება.
- მუდმივად მუცლის ტკივილი და ტკივილის გაძლიერება ჭამის შემდეგ.
საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ამაზე თქვენი მომავალია დამოკიდებული.