მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე ამავე საპატრიარქოს ყოფილ მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა.
ფრესკის დაზიანების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარს არც მეუფე გრიგოლი (კაცია),რომელმაც ორი თვის წინ დატოვა ჭყონდიდის ეპარქია და არც ახლად დანიშნული მეუფე სტეფანე აკეთებენ.
“პრაიმტაიმი”