მსო-ს გენერალურმა საბჭომ ორშაბათს მორიგ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას ხელძღვანელი პოზიციაზე 2021 წლის 1-ლი მარტიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე ვადით.
წინა ხელმძღვანელმა რობერტ აზევედომ პოსტი 2020 წლის 31 აგვისტოს დატოვა, პირადი პრობლემების გამო. ის ორგანიზაციას 2013 წლის სექტემბრიდან ედგა სათავეში და ორი ვადით ხელმძრვანელობდა მას. მისი მეორე ვადა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.
როგორც ცნობილია, მსო-ს დირექტორის ვაკანტურ პოსტზე განაცხადი შეტანილი ჰქონდათ 8 ქვეყნის წარმომადგენელს – დიდი ბრიტანეთიდან, ეგვიპტიდან, კენიიდან, კორეიდან, მექსიკიდან, მოლდოვადან, ნიგერიიდან და საუდის არაბეთიდან, შემდეგ დარჩა 5 პრეტენდენტი, ბოლოს კი ის ორამდე შემცირდა.
ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული ხელმძღვანელის არჩევნებისას ოკონჯო-ივეალამ აჯობა მეორე კანდიდატს, კორეის წარმომადგენელს იუ მენ ჰის, თუმცა მის კანდიდატურას მხარი აშშ-მ არ დაუჭირა. იმის გამო, რომ საჭირო იყო კონსესუსი, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ქვეყნებს შორის, რომელმაც შედეგი მხოლოდ ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ გამოიღო.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ხოლო ამერიკის წარმომადგენლობამ მსო-ში გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, მხარი დაეჭირა კონჯო-ივეალასთვის.
ოკონჯო-ივეალა 1954 წელს დაიბადა. ის იყო ნიგერიის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრი. მსოფლიო ბანკში 25-წლიანი მუშაობის განმავლობაში მას არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. ის ასევე გახლდათ ორგზის პრეტენდენტი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე.