რა თანამდებობაზე დაინიშნა მოსკოვში 82 წლის ასლან აბაშიძე? – მას მზარეულმა შვილი გაუჩინა

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე უკვე 82 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს, მოსკოვში დაასაქმეს – ამის შესახებ რუსულ პრესაზე დაყრდნობით „ფორტუნა“ იუწყება.

 

რუსული მედიის ცნობით, ასლან აბაშიძე ამჟამად სააქციო საზოგადოება „ლეგენდას“ ხელმძღვანელობს, რომლის სათაო ოფისი მოსკოვში, ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.

 

ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.

 

აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.

 

ის საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.

 

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალვაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

 

აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება ბევრ მამაკაცს შეშურდეს.

 

ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე  2019 წელს  იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.

 

აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელიც ამჟამად 49 წლისაა.

 

ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

 

წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა.

 

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

 

ბევრს საუბრობდნენ გიორგი აბაშიძის ბობოქარ პირად ცხოვრებაზე, თუმცა, როგორც ამბობენ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მან ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე ორჯერ იქორწინა, 11-წლიანი შუალედით.

 

წყვილს 2016 წელს ტყუპი გოგონა შეეძინა.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    ვიდეო: სტიქია ჩოხატაურში
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავსმართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. „...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები