“რა უცნაურია მისი გატაცება ხეებით” – წერია სტატიაში, რომელშიც ნათქვამია, რომ კავკასიის პატარა ქვეყნის გაღატაკებულ სოფლებსა და ტყეებში, მიწიდან ამოთხრილი ხეების უმეტესობა ივანიშვილმა პირადად შეამოწმა.
“შეკვეთილი, საქართველო – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხალხი ირეალური სანახაობის მომსწრე გახდა: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეები, რომლებიც თავდაყირა ცურავდნენ შავ ზღვაზე.
ხეები, რომლებიც ბუქსირებით გადაადგილებულ ბორტებზე იყო დაყენებული, მიდიოდნენ პარკში, რომელსაც აშენებდა ექსცენტრიული მილიარდერი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი – კაცი, რომელსაც ბევრი ქართველი თვლის, რომ კვლავ ფლობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ის “გადადგა” და ახლა ცდილობს, ფოკუსირება მოახდინოს. ფილანტროპიაზე.
ბატონი ივანიშვილის მიერ 2020 წლის ზაფხულში გახსნილი პარკი იშვიათი საჯარო გამოვლინებაა მისი არასაჯარო, მაგრამ შემბოჭველი პერსონის.
პარკში შესვლა უფასოა, მაგრამ ნიშნები, რომლებიც იქ დაგხვდებათ, პირდაპირ მიგანიშნებთ, რომ ის კერძო საკუთრებაა: ყველგან დამონტაჟებულია CCTV კამერები და მოძრაობის დეტექტორები დგას ყველა ხის წინ. შეხედე, მაგრამ არ გაბედო შეხება. “- ვკითხულობთ სტატიაში.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
“საზღვარგარეთ წლების გატარების შემდეგ, ბ-ნი სააკაშვილი დრამატულად და მოულოდნელად დაბრუნდა ქვეყანაში და ამჟამად დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა ბრალდებებით, რომლებსაც ის უარყოფს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის დროს ცდილობდა საქართველოს საბჭოთა წარსულისგან დისტანცირებას, საკუთარ თავს “პუტინის პატიმარს” უწოდებს და აცხადებს, რომ ბ-ნი ივანიშვილი კრემლის ლაქიაა.”
NYT წერს, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, სადაც პოსტსაბჭოთა ქაოსური, გარდამავალ პერიოდში, მან ააწყო ლითონებისა და საბანკო იმპერია.
გამოცემის ცნობით, ამჟამად მისი ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს აღემატება.