მინაშვილი: მოლაპარაკება რთულად მიმდინარეობს, მოლოდინზე საუბარი რთულია

“მოლაპარაკება რთულად მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ქცევისა და რიტორიკიდან გამომდინარე”, –  ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ამ ეტაპზე მოლოდინებზე საუბარი რთულია.

„ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. იმისთვის რომ ქვეყანაში კრიზისი გადაიჭრას, აუცილებელია ორი მთავარი საკითხის მოგვარება. ეს არის ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რაც მოიტანს იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გადაჭრის“, – განაცხადა მინაშვილმა.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share