„პოლიტიკური „კოსტაიები“ არიან – თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოყავთ, თან რუსეთთან ბნე-ბნელ საქმეებში ხართ გარეული,“ – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძე „რეაქციაში“ საუბრობს.
როგორც სანიკიძე ამბობს, დღევანდელი ხელისუფლება პარტნიორებს შორდება და ახლა შიშის მიხედვით მოქმედებს.
“ყველაფერს ითმენს ეს ხელისუფლება, როგორც კი ბიძინას ქონებას რამე შეეხება, ომის დამწყებები არიან,” – ამბობს სანიკიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, სანიკიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის გადაჯგუფება დროულად უნდა დასრულდეს.
”ხედავთ ხომ როგორ დღეში ხართ – არგუმენტები აღარ გაქვს, ისევ ქვებს ისვრით.. ჯოგად იცით თავდასხმა, კამათის უნარი თქვენ არ გაქვთ, კამერას რომ დაინახავთ, გეშინიათ, ორ წინადადებას ვერ აბამთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – თქვენ არ გაქვთ გააზრების უნარი… ორი გრძნობით, ორი თვისებით მოქმედებთ – ან შიში ან სიხარბე. აქამდე სიხარბით მოქმედებდით, არ გეშინოდათ არაფრის, ახლა შიშით მოქმედებთ – დასანქცირების, ფულის წართმევის, დაქცევის, ამოგდების, ჩაკეტვის, გარიყვის, მოკვეთის და გამზადებული ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, საზღვარგარეთ უნდათ იმათ რომ ისწავლონ და უცებ გეტყვიან უარს, იტყვიან ბავშვი რა შუაშია – ომია, ან იქით ხარ ან აქეთ.
პოლიტიკური „კოსტაიები“ არიან – თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოყავთ, თან რუსეთთან ბნე-ბნელ საქმეებში ხართ გარეული,“ – ამბობს სანიკიძე.