უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა – ინფორმაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ მათგან უმეტესობა ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების ჯარისკაცები, მესაზღვრეები მარიუპოლისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველები, ასევე ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებაზე მყოფი ჯარისკაცები არიან.
“ჩვენ გვახსოვს ჩვენი ყველა მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში. ვაგრძელებთ მუშაობას თითოეულის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვეძებთ სიმართლეს ყველას შესახებ, ვისაც მტრის დაჭერა შეუძლია. მადლობა ჩვენს გაცვლით გუნდს: ბუდანოვი, ერმაკი, მალიუკი, კლიმენკო, ლუბინეცი. ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში გვეხმარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაზე რთულ შედეგებსაც კი”, – დაწერა ზელენსკიმ.