სტრასბურგიდან მიღებული განაჩენის შემდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის სამინისტრო თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სწორედ გავლენიანი ევროპელი მოსამართლეების განაჩენი ხდება იმის საფუძველი, რომ საქმის წარმოება პროკურატურას დიდი ალბათობით ხელახლა მოუწევს.
ამას აბობენ მაჩალიკაშილების ოჯახის იურისტებიც, რომელთა თქმით, ევროსასამართლომ საქმეში ფუნდამენტური დარღვევები აღმოაჩინა.
იუსტიციის სამინისტროს ვურჩევდი, მაგ შტერებმა კარგად წაიკითხონ განცხადება. რანაირადაც არ უნდა გადაწყვეტილიყო ეს საქმე, იუსტიციის სამინისტრო მაინც ამას იტყოდა. 5 წელია თეთრზე შავს იძახია და მე მაგათგან არაფერი არ გამიკვირდება. ეს საქმე დაუბრუნდება გამოძიებას. რაღაც პროცედურებია ჩასატარებელი და საქმე გამოძიებული იქნება”. – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.