დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართება. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. სხდომას დღეს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს გარეთ, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშილის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share