უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ მოკავშირეებმა ცახცახი უნდა შეწყვიტონ და უკრაინას ტანკები მიაწოდონ.
„ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არ არის ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები – გასაღები, რათა დავასრულოთ ომი სათანადოდ. დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.