“ბირთვული ძალები არ მარცხდებიან კონფლიქტებში…რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული”-მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის უკრაინაში დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს.

მედვედევმა ამის შესახებ, NATO-ს და მისი პარტიორი სახელმწიფოების შეხვედრის წინ დაწერა, სადაც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარება უნდა იყოს განხილული.

“ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. […] ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული”. – წერს მედვედევი Telegram-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share