დავანებოთ თავი ზედმეტ წიაღსვლებს აქეთ–იქით, წარსულს, პოზნერის განცხადებებს, პუტინის პროპაგანდისტობას და მარტივი კითხვა დავსვათ: ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც კომენდანტის საათი მოქმედებს და რეგულაციებია თავყრილობებზე, რესტორნების მუშაობაზე, ამის მიუხედავად გეგმავ აქ ხალხმრავალი დაბადების დღის გადახდას, ჩაგყავს 40 ადამიანი , ესეიგი დარწმუნებული ხარ, რომ შენთვის რეგულაციების დარღვევა შეიძლება, ანუ წინასწარ გაქვს გარანტია, რომ პრობლემა არ შეგექმნება. ეს გარანტია მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლების დონეზე შეიძლება მიიღო და არა რიგითი პატრულის. ამ კითხვაზე პასუხი გვჭირდება პირველ რიგში. თუმცა ისედაც ვიცით. ძალიან ყარს უკვე ივანიშვილის წუმპე. ნინო ჯანგირაშვილი. ტვ. “კავკასია”