საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისკენ პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ და ევროკავშირი მზად არიან მხარდაჭერისთვის.
„მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავ მზად არის მხარდაჭერისთვის“, – წერს ჰარცელი „ტვიტერზე“.