”როგორც მოსალოდნელი იყო ნაციონალური მოძრაობის კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპათიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა ოცნების შემთხვევაში, უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს.
რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას, ის იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში (მთელი ადმინისტრაციული რესურსების და გაყალბებების გათვალისწინებით).
გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!”