ლუკა კურტანიძის პირველი კომენტარი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა,   8 თებერვალს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ 2015 წელს, მისი დეპუტატობის პერიოდში, ქუთაისში მდებარე, მის ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ორი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.

როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, ფარული კამერები “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ აღმოაჩინა.

“2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით, ორი საძინებელი მაქვს, სამოთახიანი ბინა, რატომ დაიქირავო და წამოდი ჩემთან იყავი, როცა გინდა-თქო. დილას ლუკა მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია, მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა “tv პირველის” ეთერში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლუკა კურტანიძემ კომენტარი “მეტრონომთან ” გააკეთა.

უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ჯაჭვლიანის სკანდალური განცხადება, არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს იმდენად სერიოზული საკითხია სატელეფონო ინტერვიუში დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ სატელეფონო ინტერვიუში დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თბილისში არ ვიმყოფები და როგორც კი დავბრუნდები ყველა კითხვას პასუხს გავცემ”, – აცხადებს .

წყარო : მეტრონომი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share