ჯაფარიძე ოცნებაზე: თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან

გირჩი მეტი თავისუფლება სასამართლომ 95 181 ლარით დააჯარიმა. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ჯარიმა იმ პირობებში დააკისრეს, როდესაც ისინი შემოსავალს ყოველდღიურად “ლარ-ლარ” აგროვებენ, რათა გადარჩნენ. მისივე თქმით, სასამართლო მათ 47 590 ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებასა და დამალვას ედავება.

“სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო. 502 ტრანზაქციით 28 327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს ვინ შემოგწირათო, ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო, 490 ლარი, ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 5 ლარი. უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6 000 დოლარი მიღებულიო, (სინამდვილეში შეეშალა ჩვენ მხარდამჭერს და აქედან 4 000 დოლარი უკან დავუბრუნეთ). ჯამში, 47 590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო. დამალეთო თან.

ახლა ეს 47 590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი, 95 181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო. ანუ, 143 000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ.

ქართული ოცნება – თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან “,- წერს ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share