გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალებას მაინც აღენიშნება სისუსტე.
“არის ძალიან გადაღლილი ადამიანი, არის სუსტად საკმაოდ და როგორ უნდა იყოს ეხლა, წარმოიდგინეთ. ამდენი დღე გავიდა და რა? რა შეიცვალა?! ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს თავიდან ბოლომდე, გამოდის, ლაპარაკობს, შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მხოლოდ აქტიურობის გზით შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ, უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. რა უნდა ახლა იმას, რატომ ზის აქ?!”,- ამბობს გიული ალასანია.