ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დედაქალაქს 18 ან 19 ივლისს ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის შესახებ “ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ამჯერად რა მიზნით ჩამოდის მიშელი თბილისში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სავარაუდოდ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესით დაინტერესდება და არ არის გამორიცხული მისი ინტერესის საგანი 5 ივლისს, მედიის წინააღმდეგ განვითარებული ძალადობრივი მოვლენებიც იყოს.