რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს – Reuters

შორ მანძილზე მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს, რუსეთი ჩინური ძრავებით ამზადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, „გარპია-ეი1“ რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

როგორც ირკვევა,  სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა. აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share