აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ივანიშვილი და რუსული პარტია ქვეყანას – ხაბეიშვილი

”ჩვენ ახლა შეხვედრას ვმართავთ ბაგრატთან. იქ, სადაც ათი საუკუნის წინ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ აშენდა ბაგრატი, სხვათა შორის ის ბაგრატი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით აღდგა და ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ჩვენდა სამწუხაროდ ახლა ვინც ეთერში უყურებთ, ვინც აქ სხედხართ და ხედავთ, რომ ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის რუსულმა პარტიამ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც აჩვენოს ხალხს, რომ ვერ დაინახავს და ვერ მიხვდება ხალხი, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც ჩააბნელა ქვეყანა, უნდა რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ქვეყანა, ბაგრატის ჩაბნელება არ გვიკვირს, მაგრამ აქედან რამდენიმე კილომეტრში გელათს რას უშვრება ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია, ეს კი არ გვიკვირს, არამედ ვართ გაბრაზებული, ძალიან გაბრაზებულები, რადგან არ გაუფრთხილდე გელათს – ეს ნიშნავს არ გაუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ქვეყანას.

ამ მდგომარეობაში იყოს ქუთაისი, ეს ნიშნავს ამ მდგომარეობაში გყავდეს მთელი საქართველო. ამასობაში, ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ასობით ეკლესია-მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობა აღდგა. დიახ, ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში, დიახ, მათ შორის ბაგრატის აღდგენა ნიშნავს ჩვენი იდენტობის აღდგენას. წარმოუდგენელია ის რითაც საქართველო არის მსოფლიო რუკაზე, თეა წულუკიანის, ღარიბაშვილის, კობახიძის ხელით ინგრეოდეს და ამას აკეთებენ გელათში.

[…] რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს, ე.ი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე და ყველამ ერთად ვუთხრათ საქართველოს, ევროკავშირის დროშის აღმართვით არ შევეგუებით, არც დავნებდებით და ბრძოლა აუცილებლად იქნება გამარჯვებამდე.

არ შემიძლია არ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა ნათლია მირონი არისო ჩემი ფარცხალაძეო, ეს კაცი ეფესბეს აგენტიაო აშშ-მ ანუ ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში, რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის კარგად. ყველა კარგად ხედავს, ყველა არის თქვენ გვერდით, ქართველი ხალხის გვერდით და მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენი – ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ჩვენს ქვეყანას.”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, სადაც გიორგი ვაშაძესთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმის პრეზენტაცია გამართა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share