ძალაუფლებას ინარჩუნებს და პირიქით, უფრო ძლიერიცაა, საჯარო პასუხი არ მოეთხოვება – თორდია ფარცხალაძეზე

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელი, ლაშა თორდიას “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ძალაუფლებას დღემდე ინარჩუნებს და უფრო ძლიერიცაა, რადგან საჯარო პასუხი არ მოეთხოვება.

“თავდაპირველად შსს-ს ბრიფინგი, რომ ჩატარდა მე დავესხი თავს თუ გახსოვთ. პირველი ბრიფინგი რაც იყო. თავიდან აპირებდნენ, რომ საერთოდ მე გამოვსულიყავი თავდამსხმელი, მაგრამ შემდგომ, უცხოელების მხრიდან, რომ იყო მოთხოვნა, რომ ეს საქმე ყოფილიყო გამოძიებული, აშშ-ს ელჩსაც კი შევხვდი ამ საქმესთან დაკავშირებით, იყო დიდი ვნებათაღელვა, არჩევნების პერიოდი იყო და 2 წლის შემდგომ თქვეს, რომ ბრალი წავუყენეთ ოთარ ფარცხალაძეს.

მოყოლებული პირველივე ეტაპიდან, როდესაც ის გახდა გენერალური პროკურორი, იმის მერე რაც აღარ არის თანამდებობის პირი ის რეალურად ამ ძალაუფლებას ინარჩუნებს და პირიქით, უფრო ძლიერიც არის, საჯარო პასუხი არ მოეთხოვება” – ამბობს ლაშა თორდია.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის მაისში, კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა, რის შემდეგაც ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თავს დაესხა. ფარცხალაძე ამბობდა, რომ თორდია მთვრალი იყო და დაპირისპირება მისი მიზეზით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share