მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში! – ასე გამოეხმაურა წინასაახალწლოდ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტების ავტორი დეპუტატები „აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით“.
„მოქალაქეები შიშველი ხელებით დატოვა მოხელეთა/სამართალდამცავთა ძალადობასთან! მწვანე შუქი აუნთო ადამიანებზე ძალადობას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას! მთავარი ის კი არ არის ერთის ნაცვლად 2 იქნება, 3 თუ 4 უწყება. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის უკანასკნელი დამოუკიდებელი უწყება. ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ 2022 წლიდან.
2022 წლიდან მთელი სიმწვავით შევიგრძნობთ რამხელა ნაბიჯი გადადგა ოცნებამ ავტორიტარიზმისკენ ჩვეულ სტილში – დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების და კანონის უზენაესობის სახელით.
წინასაახალწლოდ დაინიცირებული კანონპროექტების ავტორი დეპუტატები კი აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით”, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.