“საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა” – გამყრელიძე

„ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ახალციხის კლინიკა „იმედში“ დღეს მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ექთანი შეუძლოდ ვაქცინაციის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share