რა უხარია “ქართულ ოცნებას” მართლა ვერ ვხვდები

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ ესმის რა უხარია “ქართულ ოცნებას” მაშინ, როდესაც სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადეს, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება.

ბურჯანაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს.

“როცა საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია.

როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share