” როცა სპორტის თითქმის ყველა სახეობა, ჯგუფური თუ ინდივიდუალური, უმაგრეს შედეგებს დებს, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკურად გავძლიერდით” – განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.
როგორც ცნობილია, წილოსანი ლანჩხუთელია და 2016-20 წლებში ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო. თუმცა, როცა სპორტის სახეობების საუკეთესო შედეგებზე საუბრობს, ალბათ არ იცის, რომ მშობლიური ქალაქის, ლანჩხუთის საფეხბურთო კუბი ”ლანჩხუთის გურია” გადარჩენისთვის იბრძვის და დაარსებიდან ასი წლის შემდეგ, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავაც წერს:
”ამან იცის ნეტა ლანჩხუთის გურია რა დღეშია და გადარჩენისთვის რომ იბრძვის,უბრალოდ რომ არსებობა არ შეწყვიტოს 100 წლის მერე?!
ლანჩხუთელი და მისი ყოფილი მაჟორიტარი მაინც არ იყოს” – წერს ასკურავა.