როგორ გამოხატავენ გურიაში სათქმელს — გურული დიალექტის სახალისო მაგალითები

ქართული ენის მრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სხვადასხვა მხარეში გავრცელებული დიალექტები რომაა, ეს ყველასთვის ცნობილია. ხოლო იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად მომხიბვლელი, უნიკალური და კომიკური შეიძლება იყოს კონკრეტული კუთხის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი მეტყველება, Facebook-ზე ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი მიმის შთაგონებით ყველას გურული დიალექტის თავისებურება შეახსენა.

“გურიაში იმას კი არ ვამბობთ “ცოტა მადროვე”, არამედ “ა, ცა, მაცა პაწა” და ვფიქრობ, ეს მშვენიერია”.

ეს ერთგვარი წამოწყება  ბევრმა მომხმარებელმა აიტაცა და საბოლოოდ, ასეულობით ერთმანეთზე უფრო სახალისო ვერსია დაგროვდა, რომელთაგან რამდენიმე გამორჩეულს ახლა შემოგთავაზებთ:

1. აი იქინე მივა?

2. რაფერი სიცხეა ცა, მეისპო აი მთავრობა, რაია აი ა?

3. ნუ მაწობი გლახათ ქალო, სა მაქ შენი რჩენის თავი!

4. სა გედევიწიოთ მეტი, ძამა, ბალკონი გაქ უკან მოდგმული თუ?

5. ე, ბიჯო, შეივსო აი მაშინა და კალთაშიც თვარ ჩევიჯინეთ კიდო ვინცხა, არ მიხვალ მანამდი?

6. ამოი, შენ არ მოი!

7. ძროხა რომ ბღავა, მაქანე გამიჩერე საცხა.

8. პაწე ნელა წაი, ბიძია, აი კასტუმი კვტრიზა კი არ მიმაქ.

9. ენაზე სოჩიკი რომ დაგიყენონ ქალო, მაი ვორი მეშოკი თხილიც ვერ გედეიხთის, იმდენს ლაპარიკობ.

10. ადგილი რომ არაა, იმიზა ვდგავართ ფეხზე, თვარა წასულების ხსოვნის სადღეგრძელოს კი არ ვსვამთ აქანე.

წყარო : on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share