”შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, ზოგადად პანდემიის, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არა მხოლოდ გარდაცვალების ზოგადი რიცხვი მაღალი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა 1.5-ზე მეტი და დღეს 1.30-ია. კლინიკებშიც დავითვალეთ ჩვენ ეს. ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს – კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასოდეს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი” –
განაცხადა თბილისის ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.