”ციფრებში ასახული ტრაგედია და სიღატაკე” – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ წერს:
”ოფიციალური მონაცემებით, ციფრებში ასახული ტრაგედია და სიღატაკე.. გაუსაძლისი მდგომარეობა და სიღარიბე.. მაშინ როცა:
ოზურგეთის მოსახლეობის რაოდენობაა – 62 863.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია – 30 810 ადამიანი.
( მოსახლეობის ნახევარზეა საუბარი)
შემწეობას იღებს – 10 469 ადამიანი.
( ანუ 20 341 ადამიანი ითხოვს დახმარებას და ვერ ეხმარებიან!!!)
უღარიბესი ქალაქის, მდიდარი მერი – Avtandil Talakvadze კი – ნახევარ მილიონად შეფასებულ სახლის სესხს ოზურგეთლების ფულით იხდის, ყველა კვირაში ამ ხალხის ფულით მოგზაურობს თბილისიდან, ამ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ინახავს ავტომობილებს, ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს უფორმებს და თვლის, რომ ოზურგეთლებს აქვთ ფუფუნება, 2 მილიონი კუბოს ფორმის საყვავილეებში გადაიხადონ” – წერს ნიკოლაშვილი.