“მაი როის იქნება” – ზურა შევარდნაძის გურული ამბები

“გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელი და ცნობილი ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიახლეს აცნობს. შევარდნაძის თქმით, მას დრო ტყუილად არ დაუკარგავს და პირველი წიგნი – ” მაი როის იქნება” – დაბეჭდა:
“ორი თვეა თითქმის დაკარგული ვარ, არ გამოვჩენილვარ, აწი თავსაც შეგაწყენთ.
ტყუილად არ დამიკარგავს დრო, წიგნები დავწერე.
დღეს ჩემს პირველ წიგნზე “მაი როის იქნება” გეტყვით ცოტას.
ჩემი გურული ამბები, ბევრი თქვენთვის უცნობი, ზოგიც ნაცნობი შევკრიბე და დავბეჭდე.
ზოგიერთი მათგანი როცა გაგიზიარეთ ქვეშ კომენტარებში ისეთებს მიწერდით ისე მამხნევებდით და ბევრმა ისე შემასახელა, გამაძლიერა რომ გავბედე, გადავწყვიტე.
რედაქტორობა, შეგულიანება და დარწმუნება ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ითავა, გამოუვიდა.
წიგნის შეძენას გარდენიაში შეძლებთ, სამებაღეო სეზონის განახლებასთან ერთად, 1 მარტიდან.
შეგიძლიათ დაგვირეკოთ და საქართველოს ფოსტის გზავნილით შინ მოგართმევთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გურულებს რასაკვირველია უფასოდ.
ძალიან გავიხარებ თუ წაიკითხავთ, აზრებს, შენიშვნებს და ემოციებს გამიზიარებთ.” – წერს შევარდნაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share