ჟურნალისტი კონსტანტინე გვარამაძე წერდა 1901 წელს: გურულებს სიმღერაში პირველი ადgილი უჭირავთ მთელს საქართველოში, მღერიან სხვადასხვა ხმით ორპირა-ერთპირად და სხვა (დამწყები მოძახილი, მობანე და გამყინვარე უსაჭიროესია და მასთან სხვაც), უმეტესნი მუზიკის მოყვარულნი არიან.
გურულთ თავიანთი საკუთარი მემუსიკენიცა ჰყავთ, რომელნიც მთელს რუსეთში და თითქმის ევროპაშიაც მიდიან და თავიანთ ნიჭს აცნობენ უცხო ხალხს და აკვირვებენ კიდეცა, სიმღერაში 3-5 წ. ბავშვებიც იღებენ მონაწილეობასა.
გურულების სიმღერის საუკეთესო თვისება მიეწერება ადგილობრივი მგალობელ შაშვ-ჩხარტვთა, გაიდონათა (ბულბულთა) და სხვა ფრინველთა, რომელნიც უფრორე მაის-თიბათვეში უწყვეტლივ დღე-ღამე თავიანთ შვენიერ შჟღრიამებულ ან გაბმულ სტვენა-გალობით აცხოველებენ ბუნებას და გურულთა ყურთა-სმენას ატკბობენ, რის წახედვით გატაცებულნი გურულნიც ბაძავენ მათ.
ირაკლი მახარაძე
მხატვარი შალვა ძნელაძე